ლიტერატურული გვარები და ჟანრები

Slides:



Advertisements
Presentazioni simili
Indice Connettivi logici Condizione sufficiente Condizione necessaria
Advertisements

Camping.
Presentazione di Giusy Marongiu, Giulia Pirisi & Sabrina Veccia
Il restauro del testo e la storia della tradizione
(Modulo base – Il restauro del testo)
4 edizione diplomatica e edizione interpretativa
e la storia della tradizione
Il sonetto in Shakespeare
Aa bb aba bcb abba la rima.
Introduzione ai linguaggi formali e alle stringhe
La Divina Commedia di Dante Alighieri
Divina Commedia.
Combinazioni permutazioni
L'amore L’amore è come una rosa, in inverno perde i petali
Varal de Haicais.
Dante nella selva oscura
La Divina Commedia di Serpelloni Alice
Il testo poetico 1. Verso e accento metrico
La rima Le rime sono più noiose delle dame di San Vincenzo: battono alla porta e insistono... E. Montale.
LA DIVINA COMMEDIA.
Amor è uno desio che ven da core
Il Cantico delle Creature di San Francesco,
La Divina Commedia Canto 1 inferno Dante Alighieri
Il testo poetico.
FILOLOGIA ITALIANA MODULO A (BASE) Il restauro del testo e la storia della tradizione.
LA DIVINA COMMEDIA DI D. ALIGHIERI – L’ INFERNO-
Analisi testo poetico / epica
Interpretata da: Oscar Marangoni e Eros Borsetti
Monoibrido - Carattere Locus Allele Test Cross. semi rotondi x semi grinzosi AUTOIMPOLLINAZIONE F2 F1 X P P Universita’ di Bari by GP&NA.
ANALIZZARE UNA POESIA: LAMETRICA E LE FIGURE RETORICHE
Filologia Italiana e Filologia Romanza magistrale
WORDPAD Gestione del testo e salvataggi. Il programma «WordPad» è una semplice gestore di testo che, a differenza di «Blocco Note», gestisce automaticamente.
Nozioni di informatica ed accenni all’uso del computer A cura di Giuseppe M. Fantino vers febbraio 2016.
Agosti Anna Contini Nina Montani Anna Giuseppina Liceo Scientifico «E. Mattei» Classe 2A Anno scolastico 2012 – 2013.
Gioia Affetto Filastrocca Emozioni Tristezza Paura Bella Sentimenti
SE I PROBLEMI SONO TANTI CHE TI PROVOCANO MAL DI TESTA...
Firenze 1265 – Ravenna 1321 Padre della lingua italiana Il Sommo Poeta Il Vate.
Nel mezzo del cammin di nostra vita, mi ritrovai per una selva oscura, che la diritta via era smarrita. Nel canto primo Dante inizia il viaggio ideologico.
Nozioni di informatica ed accenni all’uso del computer
Dante Alighieri.
LA RIMA La rima si ha quando le ultime parole di due o più versi hanno suoni uguali a partire dall’ultima vocale accentata.: divino/argentino ; piacevole/pregevole.
Diplomatica o interpretativa? Edizioni a stampa
Università di Palermo, 26 maggio 2016
Come si può comprare o vendere il cielo – il calore della terra
(A+B+C)2=A2+B2+C2+2AB+2AC+2BC
PROPORZIONI a : b = c : d.
Cos’è la comunicazione?
10.00.
Musei Vaticani – Marmo, IV Sec.
Dio ti ama Parole, musica e voce di Marcello Marrocchi.
Un ingrediente fondamentale per capire la Divina Commedia
La Divina Commedia Dante e il suo poema - Affresco nella Cattedrale di Santa Maria del Fiore, Firenze (1465) *
Carnevale Tutta la vita umana non è se non una commedia,
SE I PROBLEMI SONO TANTI CHE TI PROVOCANO MAL DI TESTA...
the world’s greatest poet of ideas
a cura della prof. ssa Cinzia Mescolini
La Divina Commedia.
Nel mezzo del cammin di nostra vita  mi ritrovai per una selva oscura  ché la diritta via era smarrita.  Ahi quanto a dir qual era è cosa dura  esta selva.
S’i’ fosse foco arderei ‘l mondo; s’i’ fosse vento, lo tempesterei;
Dacci il tuo pane.
DOMENICA 18 tempo ordinario anno B Regina
E’ DURA LA VITA DEL BABBO NATALE MODERNO ….
Ama la vita così com'è..
Perfetti Nell’UNITà.
Musei Vaticani – Marmo, IV Sec.
E ’n sua volontate è nostra pace
Tu sei la mia vita, altro io non ho.
TITOLO DELLA TESI (ITA) TITLE…. (ENG)
L’ARTE Alessandra Quinto
Transcript della presentazione:

ლიტერატურული გვარები და ჟანრები ლექცია მეხუთე

იოჰან ვოლფგანგ გოეთე ”პოეზიის ბუნებრივი ფორმები” ნათლად მთხრობელი - ეპოსი ენთუზიასტურად ამაღელვებელი - ლირიკა პიროვნულად მოქმედი - დრამა

ფრიდრიჰ ვილჰელმ ჰეგელი ”ეპიკური პოეზია” - ობიექტური ლირიკა - სუბიექტური ”დრამატული პოეზია” - ობიექტური+სუბიექტური

ემილ შტაიგერი ლირიკული - წარსული ეპიკური - აწმყო დრამატული - მომავალი

რომან იაკობსონი ლირიკა - პირველი პირი (მე) ეპიკა - მესამე პირი (ის) დრამა - მეორე პირი (შენ)

ლიტერატურული გვარები: ლირიკა ეპიკა დრამა

ლიტერატურული ჟანრები: ელეგია, სონეტი... ნოველა, რომანი... ტრაგედია, კომედია...

ლიტერატურული ქვეჟანრები: სასიყვარულო ლექსი... განვითარების რომანი... ...

ლიტერატურული გვარისა და ჟანრის განმსაზღვრელი ფაქტორები ენობრივი აქტის თავისებურებები (ბრძანება, თხოვნა...), გარეგნული ფორმა (სიგრძე-სიმოკლე, პოეტური ან პროზაული ფორმა), პრეზენტაციის ფორმა (სცენა, ფილმი, სიმღერა)

კარლ ბიულერის ორგანული მოდელი რეფერენციული ფუნქცია - ეპიკა ექსპრესიული ფუნქცია - ლირიკა აპელაციური ფუნქცია - დრამა

სამი ლიტერატურული გვარის თავისებურებები თხრობითი ტექსტები ლირიკული ტექსტები დრამატული ტექსტები მთხრობელი ინსტანცია (მთხრობელი) სუბიექტი (ლირიკული მე) დრამის მოქმედი პირი გაულექსავად ლექსად ლექსად ან გაულექსავად ხდომილების გადმოსაცემად მდგომარეობის, დამოკიდებულები-სა და გრძნობების გამოსახატავად მიმართვას, მოუწოდებს თანამოსაუბრეს, გააკეთოს რაიმე

ლიტერატურული გვარების ზოგადი თავისებურებები ლირიკა - ექსპრესიულობა, რითმულობა და სიმოკლე; ეპიკა - რეფერენციულობა, დროში განფენილობა და სიდიდე; დრამა კი - აპელაციურობა, სცენურობა და დიალოგურობა

თხრობითი ტექსტების ზოგადი თავისებურებები

თხრობა შინაარსით ავსებს მოვლენებს ეროვნული და ინდივიდუალური იდენტობის, თვითშეგნების ჩამოყალიბების საწინდარია

თხრობითი ფიქციის განუყოფელი შემადგენელი ნაწილებია: მთხრობელი მხატვრული (ფიქტიური) სამყარო, (ფიქტიური) მოქმედი პირები და (ფიქტიური) მოქმედება; თავისებური დროითი სტრუქტურა

პროზის ჟანრები და ქვეჟანრები (მცირე თხრობითი ფორმები) შვანკი, იგივე ფაბლიო იგავი ზღაპარი თქმულება (ლეგენდა) ანეკდოტი

პროზის ჟანრები და ქვეჟანრები (დიდი თხრობითი ფორმები) ეპოსი მოთხრობა ნოველა მოკლე ამბავი (შორთსტორი, ინგლ. short story) რომანი

რომანი ადრეული ახალი დროის რომანი ბაროკოს ეპოქის რომანი საკარო ისტორიული რომანი პასტორალური რომანი ბურლესკული და პიკარესკული რომანი სათავგადასავლო რომანი ეპისტოლური რომანი განვითარების რომანი სოციალური რომანი მოდერნისტული რომანი → ახალი რომანი (Nouveau roman) პოსტმოდერნისტული რომანი

ლირიკული ტექსტების ზოგადი თავისებურებები ლექცია მეექვსე

ლირიკული ტექსტების ძირითად მახასიათებლები მონოლოგურობა სტრიქონულობა აღწერითობა

მეტრიკა პროსოდია (აქცენტი და ინტონაცია) ვერსიფიკაცია (რითმა, ტაეპი, სტროფი, ლექსი)

სტროფი 2 - მრჩობლედი, 3 - ტერცინა, 4 - კატრენი, 5 - იამბიკო და მუხამბაზი, 8 - ოქტავა და ტრიოლეტი, 14 - სონეტი

ტაეპი მუხლი ცეზურა ტერფი მარცვალი ”მე, რუსთველი, /ხელობითა//ვიქმ საქმესა/ამა დარი” x ´x x x / x ´x x x / x ´x x x/x´x x x მე-რუს-თვე-ლი-ხე-ლო-ბი-თა-ვიქმ-საქ-მე-სა-ა-მა-და-რი

რითმა (კლაუზულა ან კადენცია) რითმა (კლაუზულა ან კადენცია) ვაჟური რითმა. მაგ. მფ´ენ - შ´ენ. ქალური (ქორეული) რითმა - მაგ. ხვ´ეწნა - ძ´ეწნა. დაქტილური რითმა - მაგ. სვ´იანი - განგებ´იანი. ზედაქტილური რითმა. მაგ. მ´იანება - ზ´იანება.

რითმა (ტაეპში ადგილმდებარეობის მიხედვით) რითმა (ტაეპში ადგილმდებარეობის მიხედვით) თავრითმა შინაგანი რითმა ცეზურული ”მოწყალების კარო, შენს ზღურბლს მოვეკარო” წინაცეზურული ”ტანო, ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო” უკანაცეზურული ბოლო რითმა

რითმა (სტროფში ადგილმდებარეობის მიხედვით) მოსაზღვრე (მომიჯნავე) რითმა (aabb) ჯვარედინი რითმა (abab) გარემომცველი (რკალური, მოღვედილი) რითმა (abba) ინტერვალიანი რითმა (abcb, abxb, abax) გადაჯაჭვული რითმა (aba bcb cdc) ტერნარნული რითმა (aab ccb ddb)

მოსაზღვრე (მომიჯნავე) რითმა (aabb) ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს, სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ჯვარედინი რითმა (abab) როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში. არ ჩანდა არაფერი, ვერ ვნახე ვერაფერი ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.

გარემომცველი (რკალური, მოღვედილი) რითმა (abba) ჯვარისწერაში ჯვარსა სჯობდა თეთრი თაისი, ეჯიბმა ჯერანს შეადარა გულთა მკრეფელი, გადაგვაყვარეს შაბაში და მისაგებელი, ასი მაყარი გვიცინოდა, როგორც მაისი.

ინტერვალიანი რითმა (abcb, abxb, abax) რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი, ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი, როგორც ედემი.

გადაჯაჭვული რითმა (aba bcb cdc) Nel mezzo del cammin di nostra vita mi ritrovai per una selva oscura, ché la diritta via era smarrita. Ahi quanto a dir qual era è cosa dura, esta selva selvaggia e aspra e forte, che nel pensier rinova la paura! 

ტერნარნული რითმა (aab ccb ddb) ლურჯი ტალღით, ცელქით, ლაღით, ქოჩორს იყრის ტბის ფაფარი; მთვარის გული, დასისხლული, დაჰქათქათებს თავს დამდნარი;

რითმა (ბგერების თანხვედრის მიხედვით) სრულყოფილი ნაწილობრივი (არაზუსტი რითმა) შედგენილი (მაგ. ქარდაქარ - სადა ხარ )

სრულყოფილი რითმა ზუსტი რითმა: იწვის - წიწვის; მდიდარი რითმა: თებო - მთებო; ღრმა რითმა: ეკლ'ესია - ერეკლ'ესია; ომონიმური რითმა: სიონი - სიონი, ისარი - ის არი; ტავტოლოგიური რითმა: მიქია - მიქია; სიტყვის ძირისეული რითმა: ქარისა - ნიავქარისა; შეთავსებული რითმა: ზარი - საზარი

ნაწილობრივი (არაზუსტი) რითმა ასონანსი - უბანი - საუბარი, შატილს - ჩადის; კონსონანსი - საკაბე - კაკაბი; დისონანსი - ბეჯითი - ნაბიჯით, არათანაბარმახვილიანი რითმა: ტყვეა - ტყვია; არათანაბარმარცლიანი რითმა: არშიით - ქარში; ღია რითმა: კლდ'ოვანი - ძ'ალგულოვანი; დახურული რითმა: დ'ამამხობელმან - მშ'ობელმან

რიტმი ალიტერაცია ”კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ ჩავაკარაბაკე” თანხმოვნების განმეორება ჯვარედინი წესით: ”Nachtlicht – lacht nicht”

ლექსთწყობის სისტემები: მეტრული (კვანტიტატური), სილაბური (მარცვლობრივი), სილაბურ-ტონური ტონურ-მახვილებრივი (აქცენტური)

მეტრული ლექსთწყობა ქორე (ტროქე) (-v), იამბი (v-), სპონდე (--),

ანტიკური ლექსის სტროფული ფორმები (დაქტილური) ჰეგზამეტრი –vv –vv –vv –vv –vv –v (6 ტერფი, 17 მარცვალი) –– –– –– –– –– –vv –v (6 ტერფი, 13 მარცვალი) პენტამეტრი –vv –vv–'–vv –vv – (5 ტერფი, 14 მარცვალი) ელეგიური დისტიქი –vv –vv –vv –vv –vv –v –vv –vv–'–vv –vv –

სილაბური ლექსთწყობა იამბიკო ალექსანდრიული ლექსი vv vv v´ // vv vv v´ ათმარცვლიანი ლექსი vvvv // vvv vvv რვამარცვლიანი ლექსი vvvv // vvvv

სილაბურ-ტონური ლექსთწყობა იამბი (x´x მაგ. люб´овь), ქორე (´xx მაგ. д´ядя), დაქტილი (´xxx მაგ. л´естница), ამფიბრაქი (x´xx მაგ. глуб´окий), ანაპესტი (xx´x მაგ. челов´ек)

რიტმის განმსაზღვრელი ფაქტორები საზომი (მეტრი), ცეზურა, სალექსო ფრაზის დასასრულის გადატანა მომდევნო ტაეპში (enjembement), რითმა (როგორც ტაეპის დასასრულის ნიშანი), ტემპი ინტონაცია !!! ”წ´უთი+ან/´აზდისა/მყ´ოფელი”

ქართული ლექსთწყობა ქორე დაქტილი მეორე პეონი ´ავსა / კ´არგად / ვ´ერვინ / შ´ეცვლის, // თ´ავსა / ´ახლად / ვ´ერვინ / ´იშობს დაქტილი ზ´აფხული / გ´ანახლდა / ს´აცმელი / თ´ან+ახლდა მეორე პეონი მე+რ´უსთველი / ხელ´ობითა / ვიქმ+ს´აქმესა / ამ´ადარი

ტონური ანუ მახვილებრივი (აქცენტური) ლექსთწყობა ვერლიბრი (თავისუფალი ლექსი)

სალექსო ფორმები (ლირიკული ჟანრები) ოდა (ოდა (”სტროფი”)+ანტოდი (”ანტისტროფი”)+ეპოდი) ჰიმნი (დითირამბი) ელეგია ეპიგრამა ჰაიკუ ბალადა რომანსი ფიგურული ლექსი შანსონი სონეტი მადრიგალი ტრიოლეტი

ფიგურული ლექსი

სონეტი პეტრარკასეული: (4+4+3+3; abab abab cdc dcd abba abba cde cde) ბედისწერამ და სიყვარულმა ღამის ბინადარს მიძღვნეს ატლასის ხელთათმანი და მყის უმაღლეს სიხარულს შემრთეს და ტკივილი გადაუმალეს სულს, მხოლოდ ოხვრა და ურვა რომ ახსოვს იმათგან. აწ ვფიქრობ ჩემთვის: ვისმა ხელმა მიიძინა და გაყუჩდა შიგნით, გულშიც ტანჯვა დაცხრა უმალვე, გადამავიწყდა ცრემლი დამზრალს და ნამდუმარევს, ოდეს სხეული ცივი ცეცხლის წიაღ გმინავდა. ვერ შევინახე ძღვენი, ვეღარ დავშთი უფალთან, და დავთმე ბრძოლა მძვინვარე და სისხლის დამდენი, სიმარტოვემაც სულს უკუნის გზა გაუკაფა. ო, ნეტავ ფრთები გამომესხას ზეცად განდევნილს, და შორეთისკენ გავაქანო წმინდა მუქაფა, ვიძიო შური, რომ მარგუნა ცრემლი ამდენი.

სონეტი შექსპირისეული (4+4+4+2; abab cdcd efef gg) ამ წუთისოფლად ვისაც შენი ნახვა ენება, ვის გულისთქმასაც შემოენთე ვნების სახმილით, ყველამ შეაქო საკადრისად შენი მშვენება _ მტერმა სიტყვით თუ მოყვრის სულმა ამოძახილით. გარეგნულ სახეს შენ გიწონებს გარედან თვალი და შენს მეხოტბეს ეგებ ხოტბამ ცრემლიც ადინოს, მაგრამ შენს სულში თუკი ვინმემ გაიგნო კვალი, ქება-დიდება, არ მგონია, მოიწადინოს. ამქვეყნად ბევრი შენ საზრიან ჭკუასაც გიქებს, ალბათ ჰგონიათ _ ამაგს დასდებ დროის მსვლელობას, მაგრამ თუ გულწრფელ მოტრფიალეს შენ არჩევ მლიქვნელს, ყვავილის გვერდით დრო გარგუნებს სარეველობას. შენი ყვავილი სურნელების გარეშე ჭკნება, რადგან მიეცა ყველას მისი მოწყვეტის ნება.

ტრიოლეტი შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი, ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა. და ვით აშოღლანს ეტმასნება ქალი ავხორცი (შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი), არც მე მასვენებს საქართველოს დარდი და ბოღმა: სიტყვა – მზის ნაღმით ნარიყალის ნაშთზე ნატყორცი? ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა!

მოკლე ექსკურსი ლირიკის ისტორიაში ადრეულ ახალ დროში საკარო ლირიკა ბაროკოს ეპოქის ლირიკა განმანათლებლური ეპოქის ლირიკა

მოკლე ექსკურსი ლირიკის ისტორიაში (XVIII ს-დან) ლირიკის სენტიმენტალისტური კონცეფცია (”ლირიკულ მე” ) სიმბოლისტური ლირიკა აბსოლუტური პოეზია (ფრ. poésie pure) კონკრეტული პოეზია ანგაჟირებული პოეზია (ფრ. littérature engagée)

კონკრეტული პოეზია

Ernst Jandl: schtzngrmm schtzngrmm schtzngrmm t-t-t-t t-t-t-t grrrmmmmm t-t-t-t s------c------h tzngrmm tzngrmm tzngrmm grrrmmmmm schtzn schtzn t-t-t-t t-t-t-t ...

მხატვრული გამოსახვის საშუალებები ლექცია მეშვიდე

ტროპები ზღვრული ტროპები მხტომი ტროპები

ზღვრული ტროპები სინეკდოქე ნაწილი მთელის ნაცვლად (pars pro toto: ”თავზე ჭერი აქვს” = სახლი აქვს), მთელი ნაწილის ნაცვლად (totum pro parte: ”თამაში მოიგო გერმანიამ” = თამაში მოიგო გერმანიის ნაკრებმა), საერთო თვისება მთლიანი სახეობის ნაცვლად ან პირიქით (უკვდავნი = ღმერთები, ”პური ჩვენი არსობისა” = საკვები), მასალა ნაწარმის ნაცვლად (”აბრეშუმში იყო გამოწყობილი.” = აბრეშუმის სამოსი ეცვა); მხოლობითი რიცხვი მრავლობითის ნაცვლად ან პირიქით (”ქართველი” = ქართველები ზოგადად).

ზღვრული ტროპები ანტონომასია ”სამყაროს შემოქმედი” = ღმერთი ”მაცხოვარი” = იესო იუდა = მოღალატე პერიფრაზი: ”უპოვართა და გლახაკთა მეფე” = დავით აღმაშენებელი ჰიპერბოლა: ”ცათამბჯენი” ლიტოტესი: ”არც ისე ცუდი” = საკმაოდ კარგი

ზღვრული ტროპები მეტონიმია ეპითეტი: ”ფეხმარდი აქილევსი” პიროვნებების ჩანაცვლება ადგილით (”თბილისი ზეიმობდა.” = თბილისის მაცხოვრებლები ზეიმობდნენ.) ინსტიტუციის ჩანაცვლება ადგილით (”თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება” = ა.შ.შ.-ის მთავრობამ გაავრცელა განცხადება.) შიგთავსის ჩანაცვლება ჭურჭლით (”ერთი ფინჯანიც მიირთვით!” = ერთი ფინჯანი ჩაი მიირთვით.) ნაწარმის ჩანაცვლება მწარმოებლით (”მე მერსედესი მაქვს.” = მერსედესის ფირმის წარმოების მანქანა მაქვს.) ნაწარმოების ჩანაცვლება ავტორით (”კაფკა წაგიკითხავს?” = კაფკას თხზულებები წაგიკითხავს?) ეპითეტი: ”ფეხმარდი აქილევსი”

მხტომი ტროპები მეტაფორა სულიერი საგნის მნიშვნელობის გადატანა სხვა სულიერ საგანზე (მაგ. ”აქილევსი ომში ლომი იყო”) უსულო საგნის მნიშვნელობის გადატანა უსულო საგანზე (მაგ. ”ვერცხლის ნაკადული”) უსულო საგნის მნიშვნელობის გადატანა სულიერ საგანზე (”ოქროს გული”, ”რკინის კაცი”) სულიერი საგნის მნიშვნელობის გადატანა უსულო საგანზე (”ჩაფიქრებულა მთაწმინდა”, ”ვინ იცის მტკვარო რას ბუტბუტებ?”) აბსტრაქტული ცნების ჩანაცვლება კონკრეტულით (”ცივი გონება”, ”ჩაწვდომა”).

მხტომი ტროპები თამამი, აბსოლუტური მეტაფორა: ”შავი რძე დილასისხამისა”, "შენ ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს, უახლესი" სინესთეზია: ”ოქროს დუმილი”, ”ბნელი ზარი” მკვდარი, მკრთალი ან კონვენციური მეტაფორები: თავის მოჭრა = შერცხვენა, პატივს სცემს = გაუმასპინძლდება, ჩაწვდება = მიხვდება ოქსიმორონი: ”ბნელი სინათლე” კატახრეზა: ”ამწვანებული ნაბიჯები”

მხტომი ტროპები ირონია - სარკაზმი - ევფემიზმი ალეგორია (≠ სიმბოლო!!!) პერსონიფიკაცია ემბლემა (სურათი (pictura) + წარწერა (inscriptio) + კომენტარი (subscriptio)) შედარება: ”ცრემლსა, ვითა მარგალიტსა”...’ ”ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია”

პერსონიფიკაცია

ემბლემა

დრამატული ტექსტების ზოგადი თავისებურებები ლექცია მერვე

დრამა (ბერძნ. მოქმედება) დაფიქსირებული ტექსტი თეატრალური დადგმა (ინსცენირება, სპექტაკლი)

პლურიმედიალობა ქმედება (პერფორმაციული ტექსტი): მიმიკა, ჟესტები, გადაადგილება; სცენა (სასცენო კონტექსტი): სცენის ფორმა, სცენის დიზაინი, განათება, მუსიკა, ხმები; ხმა (ენობრივი ტექსტი): ხმა, წარმოთქმული სიტყვა, სიმღერა.

დრამატული ტექსტის ჟანრობრივი თავისებურებები მოქმედების სივრცე მოქმედი პირები მოქმედება

დრამატული ტექსტის ფორმალური მახასიათებლები მოქმედ პირთა ნუსხა, ტექსტის დანაწევრება მოქმედებებად, სცენებად და გამოსვლებად, სასცენო მითითებები.

დრამატული ჟანრების ისტორიული მიმოხილვა ტრაგედია სატირა დითირამბი ესქილე სოფოკლე ევრიპიდე

ამფითეატრი

დრამატული ჟანრების ისტორიული მიმოხილვა მისტერიები საყველიერო დრამები ფარსები პანტომიმა კომედია commedia erudita commedia dell’Arte ტრაგიკომედია

დრამატული ჟანრების ისტორიული მიმოხილვა ვოდევილი მელოდრამა ლიბრეტო აუდიოპიესა ეპიკური თეატრი (ბერტოლტ ბრეჰტი) აბსურდის თეატრი (სემიუელ ბეკეტი)

ნახევრადფიქციური ჟანრების პრაგმატული ან პუბლიცისტური დანიშნულება საინფორმაციო (ბიოგრაფია, ტრაქტატი, დიალოგი, ანგარიში, რეპორტაჟი, ოქმი) შეფასებითი (ესეი, კრიტიკა, ფელეტონი, გლოსა) აპელაციური (სიტყვა, ქადაგება, პროკლამაცია, პამფლეტი, პოლემიკა) ავტობიოგრაფიული (ავტობიოგრაფია, დღიური, მემუარები)

ნახევრადფიქციური ჟანრები წერილი → ეპისტოლური რომანი ესეი → ესეისტური რომანი ფელეტონი ავტობიოგრაფია მემუარები სამოგზაურო ლიტერატურა ბიოგრაფია

ნახევრადფიქციური ჟანრები რეპორტაჟი დღიური აფორიზმი ქადაგება შემეცნებით-გასართობი წიგნები

მეორე კოლოკვიუმის მოსამზადებელი ვარჯიში

”გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა, გული გულადვე რჩებოდა.”

”რომელმა ღმერთმა გააღვივა ნეტავი შუღლი? - ლეტოს და ზევსის ძემ, მეფეზე განრისხბულმა.”

”სწორედ იმ მხეცმა, გარყვნილმა და სისხლის შემრევმა, გრძნეულის ჭკუით, მომხიბლავთა საჩუქართ ძლევით დაიყოლია თვალად სათნო მეუღლე ჩემი და უნამოსოდ სარეცელი შემიგინა მე.”

”მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.”

“მხოლოდ დღეს მივხვდი, ჩემო, რომ ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისთვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს.”

”შეშლილი სახით კიოდა ქუჩა”

”მის საპასუხოდ ზევსმა ბრძანა ღრუბელთმარეკმა”

”ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.”

“მოხეტიალე უკუნეთ ქარში; ჩუმად შრიალებს მშრალი შამბნარი ჭაობის მწვანე სიწყნარეში”

”მდიოდა, დედავ, როგორც სისხლი, შემოდგომა, და მწვავდა თოვლი”

”მზის უფსკრული სხივმოელვარე.”

”ჩვენ-შუა ხიდია ჩატეხილი: ისინი იქით ნაპირას დაჰრჩნენ, ჩვენ აქეთ ”ჩვენ-შუა ხიდია ჩატეხილი: ისინი იქით ნაპირას დაჰრჩნენ, ჩვენ აქეთ. შორი-შორსა ვართ და თვალი ერთმანეთისათვის ვეღარ მიგვიწვდენია, თვალი მართალი და უტყუარი. რად უნდა გაგვიკვირდეს, რომ იმ სიშორეზედ კაცს კაცი მარგილად ჰგონია და ღვთის მსგავსად შექმნილი სახე ადამიანისა ელანდება როგორც ერთი ტყლაპი რამ. ამ დიდ მანძილზედ გან ცოტა რამ არის, რომ უღონო თვალს თეთრი შავად აჩვენოს? ჩვენ კიდევ ხედვა გაძლიერებული გვაქვს, დურბინდით შეგვიძიან ყურება და ეგ დურბინდი სწავლაა და ცოდნა, ისინი მაგასაც მოკლებულნი არიან.”

”მთებს ჩაუცვიათ შავები, ჭმუნვით დასცქერენ ხევებსა;”

”იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა.”

მუმლი მუხასაო მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო, მუმლი ჰქრებოდაო, მუმლი წყდებოდაო, ხე არ ხმებოდაო. მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო, მუხა დამძიმდაო, წყალში ჩავარდაო. წყალი შეგუბდაო, ნაპირს გადვიდაო, მუმლი შეწუხდაო, მალე დაიხრჩვაო, მუმლი დაიხრჩვაო, მუხა გადარჩაო.

”გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.”